„საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაისა განარინენ და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინე, მამულისა სალმობათა მკურნალო, ღმრთისა კაცო, ექვთიმე, ევედრე ღმერთსა, შეწყალებად სულთა, ჩუენთათვის“.
ექვთიმე ღვთისკაცი
პროექტი: „სახელოვანი მამულიშვილები“.
პროექტზე მუშაობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურთან არსებული სახელოვნებო ჯგუფი -
„ხელოვნებისა და ლიტერატურის სამყარო.“
სასცენო ნაწარმოების ავტორი და შემდგენელი:
სერტიფიცირებული ფილოლოგი - მანანა შიოშვილი;
პასუხისმგებელი რედაქტორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - ნელი ჩაფიძე;
მხატვარი: ეკატერინა თორაძე;
ინსცენირება: საქართველოს დამსახურებული არტისტი - თემურ ხუნაშვილი;
ფოტოგრაფირება: ალექსანდრე ყარაულაშვილი;
კომპიუტერული უზრუნველყოფა: მანანა შიოშვილი.
© ნაშრომის საავტორო უფლებები დაცულია.
თელავი
2017 წელი.
შინაარსი
წინათქმა.................................................................................................................... 4
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ტროპარი..................................................................... 5
ექვთიმე ღვთისკაცი.................................................................................................... 7
ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვობა................................................................................ 8
ექვთიმეს ბიოგრაფია................................................................................................. 11
ნინო პოლტორაცკაია და ექვთიმე თაყაიშვილი........................................................ 15
ქართული განძეულის გუშაგი.................................................................................. 23
ემიგრაციაში.............................................................................................................. 27
ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოში დაბრუნება..................................................... 43
გამოყენებული წყარო................................................................................................ 58

უდიდესი პატივია ჩემთვის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურულ - სამეცნიერო საქველმოქმედო
ცენტრის საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
2016 წელს, როდესაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს გაეცოცხლებინათ საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრება და მოღვაწეობა.
სულ მალე მოვიძიე უამრავი მასალა, შემოვიკრიბე ხელოვანი სტუდენტები; მხატვარმა ქალბატონმა, ეკატერინა თორაძემ, წარმოდგენისათვის შექმნა უმნიშვნელოვანესი ნახატები: თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და ექვთიმე ღვთისკაცის ორი ხატი. ნაშრომის სცენაზე ინტერპრეტაციას უხელმძღვანელა უნივერსიტეტის მეტყველების კულტურის პედაგოგმა, თელავის თეატრის მსახიობმა, თემურ ხუნაშვილმა.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომითა და მხარდაჭერით აღსრულდა დიადი ჩანაფიქრი და 2017 წლის 26 დეკემბერს, თელავის თეატრის სცენაზე, შემოქმედებითმა ჯგუფმა, „ხელოვნებისა და ლიტერატურის სამყარომ“, წარმოადგინა ლიტერატურულ - დრამატული კომპოზიცია „ექვთიმე ღვთისკაცი“, რასაც მოჰყვა დიდი აღიარება, მადლიერება, სურვილი - მრავალჯერ განმეორებისა და, მართლაც, ახალი სახეებითა და ახალი ვერსიით, „ექვთიმე ღვთისკაცი“ თელავის თეატრში კვლავ წარსდგა მაყურებლის წინაშე 2019 წლის 20 მარტს; 2019 წლის 4 მაისს კი სპექტაკლი მიეძღვნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილეს; აგრეთვე, 2019 წლის 16 მაისს, წარმატებული სპექტაკლი გაიმართა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში.
თესაუს შემოქმედებითი ჯგუფის სპექტაკლს, „ექვთიმე ღვთისკაცი“, დიდი ინტერესით მოელის ქართული ემიგრაცია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაყურებელი.
სტუდენტები კი იმედოვნებენ, რომ მათი ოცნებაც ახდება: შეაღებენ ლევილის ჭიშკარს, სადაც, დიდი ქართველი მეჭურჭლეთუხუცესის ნასახლარზე, ღირსეულად წარმოადგენენ ქართველი ერის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას.
მანანა შიოშვილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი.

ეს მოგონება ჩვენ ცოდვად გვადევს,
ერთი ქართველი ოდეს ჯვარს
აცვეს,
მისი სული რომ ვეღარ დათრგუნეს,
ის ფიზიკურად გაანადგურეს!
თავგანწირული, ოცამდე კაცი,
ნეშტს აცილებდა, როგორც წესია,
დანარჩენები, ვით გარეშენი,
შორით მისდევდნენ ამ პროცესიას!...
ის ფიზიკურად გაანადგურეს!
თავგანწირული, ოცამდე კაცი,
ნეშტს აცილებდა, როგორც წესია,
დანარჩენები, ვით გარეშენი,
შორით მისდევდნენ ამ პროცესიას!...
მაგონდებოდა სტროფი, პოეტის,
რომ ატარებდა მიწიერ
ცოდვებს,
„ასეთი ცოდვა რა ჩავიდინე,
ჩემო სამშობლო, მინდა, ვიცოდე!“
რას მოიფიქრებს ბედი უკეთესს,
გდევდეს დემონი, ცხოვრების გზაზე,
გზა პროცესიას გადაუკეტეს,
მთაწმინდის კარი მაგრად ჩარაზეს!...
შეძრა ბუნება ხალხის წუხილმა,
წამით დაბნელდა, დაღამდა უცებ,
ცა გააყრუა ჭექა ქუხილმა
და ნიაღვარი მოასკდა ქუჩებს!...
წვიმა და თქეში, ბორგავს ამინდი,
ცა ხალხის ცრემლით იცრემლებოდა,
„ასეთი ცოდვა რა ჩავიდინე,
ჩემო სამშობლო, მინდა, ვიცოდე!“
რას მოიფიქრებს ბედი უკეთესს,
გდევდეს დემონი, ცხოვრების გზაზე,
გზა პროცესიას გადაუკეტეს,
მთაწმინდის კარი მაგრად ჩარაზეს!...
შეძრა ბუნება ხალხის წუხილმა,
წამით დაბნელდა, დაღამდა უცებ,
ცა გააყრუა ჭექა ქუხილმა
და ნიაღვარი მოასკდა ქუჩებს!...
წვიმა და თქეში, ბორგავს ამინდი,
ცა ხალხის ცრემლით იცრემლებოდა,
თავშეწირული ერის რაინდი
მარადისობას უერთდებოდა!
განბანილი და ნათელმოსილი,
ის ახლა იჯდა ოქროსფერ ნავში,
მარადისობას უერთდებოდა!
განბანილი და ნათელმოსილი,
ის ახლა იჯდა ოქროსფერ ნავში,
დამცირებიდან და წამებიდან,
გადადიოდა უკვდავებაში!
გადადიოდა უკვდავებაში!
შემოდგომა თავდებოდა. გამეტებით უბერავდა. გურიაში სულ გაეძარცვა ქარს ფოთლებისაგან გორმაღალას მთა. ბუხარში ცეცხლი მინავლებულიყო. ფანჯარასთან მიდგმულ ლოგინზე ქალი
შესაბრალისად ბორგავდა.
ექვთიმეს დედა: - დედა! სად ხარ, დედა?...
ექვთიმეს ბებია: - აგერ ვარ, აგერ, შვილო, მე, სასიკვდილე!
ექვთიმეს დედა: - ხედავ, დედა, მამაჩემი შემოვიდა ოთახში, გიტული ნაკაშიძე, შენი სანაქებო მძახალი.
ექვთიმეს ბებია: - ჯვარი აქაურობას! ნუ ამბობ მაგას, ნინო!
ექვთიმეს დედა: - ა, დგას კარებში და მიყურებს... ჩემს წასაყვანად მოვიდა.
ექვთიმეს ბებია: - რას ამბობ, შვილო, სადღაა მამაშენი ამქვეყანად?! ექვთიმეს დედა: - კარებში დგას, აგერ, ვერ ხედავ?!
ექვთიმეს ბებია: - მაგი ერდიშელია, შვილო, შენი მაზლი, შეშა მოიტანა. ექვთიმეს დედა: - ერდიშელ, ვკვდები, ერდიშელ...
ერდიშელი: - არ თქვა მაგი, ნინო, სასიკვდილო არაფერი გჭირს!...
ექვთიმეს დედა: - ერდიშელ, შენი ძმის, სიმონის სულს გაფიცებ, შენ იცი, ჩემი ობლები... შენ გაბარებ ჩემს პატარა ექვთიმეს...
მარჯვენა ხელი გადმოუცურდა საწოლიდან ქალს...
ექვთიმეს ბებია: - დამექცა ოჯახი! ახლა მომიკვდა სიმონიც, ახლა!!!
... ოდის გვერდით პატარა ფაცხა იდგა. ღამეს იქ ათევდა ხოლმე ექვთიმეს მამიდა, მაკა.
დაღამდა. მაკა არ დაწოლილა, მთელი ღამე აქეთ-იქით დადიოდა,
ფაცხაში ტრიალებდა, ბავშვებს საბანს უკეცავდა, თან მოსთქვამდა:
- თქვენ მოგიკვდით მე, თქვენ მოგიკვდით მე!... გამთენიისას ცეცხლის პირას ჩამოჯდა და ჩაეძინა კიდეც. გათენდა. მაკა მამიდას გაეღვიძა, თავისი თავი დატუქსა: „როგორ ჩამეძინა!“ ცეცხლი შეანთო, ბავშვების საწოლთან მივიდა. საბანი შეუსწორა. ექვთიმე... ექვთიმე არ იყო საწოლში!...
- ვაიმე!... ექვთიმეეე!...
გარეთ გამოვარდა, ატეხა კივილი; ეზო, კარმიდამო, ხალხით გაივსო. ოდის აივანზე თაყაიშვილები გამოცვივდნენ.
...ბავშვი არსად იყო!
ექვთიმეს მამიდა: - დავიღუპეთ!!!
სამი-ოთხი მეზობელი ჭასთან მივიდა. ვინ ჩაეშვათ ჭაში, იკითხეს.
შეკრებილი ხალხიდან: - ელიზბარა სურგულაძე ჩაუშვით ჭაში!
შეკრებილი ხალხიდან: - ელიზბარს რომ ჭაში ჩაუშვებთ, თქვენ დალიეთ მერე ი წყალი!
... ჩაუშვეს კიბე ჭაში; ჩაჰყვა ელიზბარი კიბეს, გაიტრუნა ხალხი ექვთიმეს პოვნის მოლოდინში, მაგრამ ჭაში არავინ იყო...
შეკრებილი ხალხიდან: - ხალხო, ბავშვი არ არის ჭაში! არ არის!
ერდიშელი: - ნამდვილად მომპარა ბავშვი ვიღაცამ... ვაიმე! ნინომ მე ჩამაბარა ანდერძით და ვერ გავუფრთხილდი...
... აივანზე მეზობლის ქალი, ეფემია, გადმოდგა ყვირილით: - გადავირევი, ხალხო, მიშველეთ, შევიშლები, ნინო ცოცხალია! ზეწარი
შეატოკა!...
ხალხი შეცვივდა ოთახში. ერდიშელმა გადახადა ზეწარი მიცვალებულს
და...
მეზობლის ქალი: - ღმერთო, მიშველე, დიდებულო! ხალხო, ცოცხალია! მეზობლებო, მობრუნდით, ნუღარ ეძებთ, ცოცხალია, აქ არის!
აივანზე გამოსული პატარა ექვთიმე გაკვირვებული აცეცებდა თვალებს აქეთ - იქით. ამ ამბავს კი მოგვიანებით ასე იგონებდა:
„მახსოვს, 2- 3 წლის ასაკში, ჯარგვალში მძინარეს, გამეღვიძა. დედა გვერდით არ მყავდა, გარეთ გამოვცოცდი და დავუწყე ძებნა, სახლის კიბეზე ავედი, ოთახის კარი ღრიჭოდ იყო. შევაღე. ლოგინს მივაშურე. ზეწარი ავწიე და მკვდარ დედას გვერდით მივუწექი.
მალე ჩამეძინა... სხვა არაფერი მახსოვს.“
ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა გურიაში, სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში, 1863 წლის 3 იანვარს. ექვთიმეს დედა, ნინო, თავადი გიტული ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და -
ლისა, და ძმები - ნიკო და ვარლამი.
ექვთიმე: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლის ხეზე ავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია.“
ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრება ხელჯოხით დადიოდა, თუმცა მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.
მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ... ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ახლობლები: ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.
ექვთიმე: „შვიდი წლისამ სწავლა დავიწყე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში.“
სკოლაში მან გაიცნო ნიკო მარი. შემდგომში ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე გახლდათ და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.
ექვთიმე: „სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განვაგრძე.“
1887 წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.
საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო.
ექვთიმე: „მეცნიერებასთან შესაჭიდებლად დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა, დიმიტრი ბაქრაძემ დამაფრთიანა. დიმიტრი ბაქრაძის მოღვაწეობას, წყაროთმცოდნეობისა და ახლადფეხადგმული არქეოლოგიის დარგში, გაგრძელება სჭირდებოდა და სწორედ მე მოვკიდე ამ საქმეს ხელი.“
1889 წელს მათ ერთად დააარსეს საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი. ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ საეკლესიო წიგნებს, ნივთებს, ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმებში. ერთად მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“; ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა, ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“; უმნიშვნელოვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი მრავალი ხელნაწერი. გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანის“, „ვისრამიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ პირველის თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერს.
1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს, განჯიდან თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. 1894 –
1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას.
ექვთიმე: „1900-იანი წლების დასაწყისში მე ჩავდექი საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებში.“

მეცნიერებას თავმიცემული ექვთიმე დაოჯახებას
არ ჩქარობდა, მაგრამ
ნინო პოლტორაცკაიას კდემამოსილმა, მოკრძალებულმა და მოზღვავებულმა ტრფიალებამ მისი სამუდამო თანაგრძნობა გამოიწვია, რასაც ადასტურებს ნინოს ძლივსგამხელილი გრძნობის ბარათები:
ნინო: „ბატონო ექვთიმე, ნუ იფიქრებთ, იმიტომ გწერთ, რომ ჩემთან მოსვლა გთხოვოთ, ეს მეტად დამამცირებელი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ მე ხომ ვხედავ, როგორ იყენებთ ყოველგვარ საბაბს, რათა ჩვენთან მოუსვლელობა დაამარცხოთ. ნინო.“
„მე არაფერი ვიცი თქვენ შესახებ. გთხოვთ, მომწეროთ ვრცელი წერილი, თუ რას ფიქრობთ ჩემზე - ავსა თუ კარგს? რატომ ბრძანდებოდით ასე მოწყენილი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას? ველი თქვენს ბარათს და
მჯერა, რომ მოლოდინი ამაო არ იქნება. ასე არაა? ნინო.“
„ჩემთვის ძალზე მტკივნეული იქნება, თქვენ თუ რაიმეთი გაგანაწყენეთ. ენას არ ძალუძს იმ სიტყვების წარმოთქმა, ჩემი გულიდან ამოხეთქვას რომ ლამობს. ჩემს სულში ახლა უმშვენიერესი დარია. რა ბედნიერება იქნებოდა, რომ უსიტყვოდ, ალღოთი გრძნობდეთ ჩემს სულიერ
მდგომარეობას. ნუთუ ამ სიტყვების მერეც ვერაფერს ხვდებით?... დიდი იმედი მაქვს ოპერის თეატრში თქვენი ნახვისა და იქვე გასაუბრებისა.
ნინო.“
ექვთიმე თაყაიშვილმა 1895 წელს შეირთო ივანე პოლტორაცკის ასული ნინო.
ექვთიმესა და ნინოს დაოჯახებაში დიდი წვლილი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის. იმხანად ექვთიმე უსახლკარო იყო და იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. ერთხელაც, ილიას იაკობისთვის უთხოვია, ხუთშაბათს, სადილად, ექვთიმე მომიყვანეო. ილია ჭავჭავაძე დიდ პატივს სცემდა განათლებულსა და შრომისმოყავრე ახალგაზრდას, რომელიც მაშინ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელს ედგა სათავეში; ხუთშაბათობით ილიასთან ჟურფიქსი იმართებოდა; იკრიბებოდნენ ნაცნობ-მეგობრები და მწერლობასა თუ ქვეყნის ბედ-იღბალზე მსჯელობდენ, ბოლოს კი ყველაფერს კარგი ქართული პურობა აგვირგვინებდა.
იმ ხუთშაბათს, როდესაც იაკობ გოგებაშვილმა ჟურფიქსზე ექვთიმე მიიწვია, ილია, ტრადიციულად, თამადა ყოფილა და სადღეგრძელოში ასეთი რამ უთქვამს: „როდემდე უნდა ცხოვრობდეს ბატონი ექვთიმე ბატონ იაკობთან ბინად? ახლა ის დროა, ნინო პოლტორაცკაია შევრთოთ ცოლად!“
ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს!
მათი მეჯვარეები იყვნენ ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოგზავნა. მას დიდად ახარებდა თავისი გიმნაზიელი მეგობრის, ივანე პოლტორაცკისა და ექვთიმე თაყაიშვილის ასეთი დაახლოვება; იმ ივანესი, რომელსაც ილიამ თავისი „აჩრდილი“ უძღვნა, რომელმაც თარგმნა რუსულად ილიას პროზაცა და შოთას „ვეფხისტყაოსანიც“; იმ ივანესი, რომლის დაკრძალვაზეც, ოქროყანაში, საზოგადოებამ პირველად ნახა თვალცრემლიანი ილია ჭავჭავაძე. პოლტორაცკები პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტორაცკი გამოგზავნეს პეტერბურგში, სადაც თავისი ოჯახით ცხოვრობდა დროებით. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკაბრისტულ მოძრაობაში, რის გამოც გრაფის ოჯახი კავკასიაში გადმოასახლეს, კერძოდ, ქუთაისის გუბერნიაში.
ნინო: „ქორწილში დანთებული კელაპტრები მე შევინახე და თბილისის დატოვებისას ამ კელაპტრების გარდა თან არც არაფერი წამიღია.“ ექვთიმე: „ნინო გარეგნობით ძალიან ლამაზი იყო, კარგად იცოდა
რუსული და ფრანგული. პარიზში ჰქონდა დამთავრებული
კონსერვატორია და კარგად უკრავდა. იგი ბევრს მეხმარებოდა
მუშაობაში.“
ფოსტალიონი: „ახალი ამბები! ახალი ამბები! რუსის ჯარმა დატოვა საქართველო! საქართველო თავისუფალია! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“

1917 წლის რევოლუცია ისე განვითარდა, რომ რუსეთის არმიამ დატოვა
ამიერკავკასია.
პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918 – 1919 წლებში ჩამოყალიბდა და ეწოდა „ეროვნული საბჭო“. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა. კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს
უხუცესი სოციალდემოკრატი სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით. დამფუძნებელმა კრებამ, აგრეთვე, დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით.
მიღებული იყო ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა: დროშა, გერბი და
ჰიმნი.
საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, ილია ბადრიძე, რაჟდენ არსენიძე, გერასიმე მახარაძე, ქრისტინე შარაშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი, ლეონტი ჟღენტი, მიკიჩა ვარდოიანი, დავით ონიაშვილი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრათა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა ნოე რამიშვილი.
...1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო…
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ იძულებით
დატოვა ქვეყანა და თავი შეაფარა საფრანგეთს.
ნინომ და ექვთიმემაც უხმაუროდ დატოვეს თბილისი. ამის შესახებ დისშვილი, ნინო ნიჟარაძე, იხსენებს:
„ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა. ბავშვები გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა, შემდეგ ავედით დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. თოკზე სარეცხი ეკიდა. მაგიდიდან ჭურჭელიც კი არ იყო ალაგებული; ყველას გაგვიკვირდა, რადგან ორივეს წესრიგი და სისუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ, 1921 წლიდან 1945 წლამდე, მოლოდინისა და მონატრების გზები გადაიღობა…
ქართული განძეულის გუშაგი
1921 წლის 25 თებერვალი. ბათუმი.
საქართველოს იმდროინდელმა ლტოლვილმა მთავრობამ გადაწყვიტა, უცხოეთში გახიზნულიყო და სახელმწიფო ხაზინასთან ერთად თან წაეღო სამუზეუმო ეროვნული განძიც. ეროვნული განძის მეთვალყურედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი.
თბილისიდან ჯერ ქუთაისში და შემდეგ ბათუმში, დიდი გაჭირვებით ჩამოტანილი განძი, საფრანგეთის კრეისერ „ერნესტ რენანზე“ დაბინავდა.
…მაგრამ კაპიტანმა პირობა დაარღვია, დანიშნულ დროზე ადრე ასწია ღუზა, განძის გამცილებლებს არ დაელოდა და კონსტანტინოპოლისაკენ გაეშურა.
ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე შუა ზღვაში გასულ გემს. საუკუნეების მანძილზე განძად განივთებული ქართული სულის მშვენიერება, ყველაფერი ის, რაც გადაურჩა მტრის შემოსევასა თუ მოყვრის მუხანათობას, რაც მისხალმისხალ აგროვეს ექვთიმესნაირმა მამულიშვილებმა, ზღვამ წარიტაცა სადღაც, მიუსავლეთში...
ჯერ კატერით, ხოლო შემდეგ პატარა გემით გაემგზავრნენ კრეისერის კვალდაკვალ. ზღვის მღელვარებაც დღენახევარი გაგრძელდა... ექვთიმეს წუხილი გაათმაგდა:
„განძიც საფრთხეშია და ვაითუ ნინომაც ვერ გაუძლოს მგზავრობას?...“
...
ნინო პოლტორაცკაია ევროპაში პირველად როდი მიემგზავრებოდა; ყმაწვილქალობაში ის პარიზში სწავლობდა და მუსიკალური განათლება ოქროს მედლით დაასრულა.
ექვთიმე: „თურქეთს რომ მიუახლოვდა გემი, ნატყვიარივით მახსენდებოდა ჩემი არქეოლოგიური მოგზაურობები ოსმალეთის საქართველოდ წოდებულ მხარეში. ტკივილით სავსე სახელები:
- არტაანი თუ კლარჯეთი;
- არტანუჯი თუ ერუშეთი;
- კოლა თუ ოლთისი;
- შავშეთი თუ ბასიანი;
გასხვისებული ქართული ტაძრები:
- ხანძთა და შატბერდი;
- ბანა და იშხანი;
- ოშკი და პარხალი; - ტბეთი და ხახული;
- კრეისერი ერნესტ რენანი სტამბოლში დახვდათ.
ქართული განძი მეორე სამხედრო-სატრანსპორტო გემზე, „ბიენ ჰოაზე“, გადაიტანეს. ექვთიმეს განძთან ერთად მგზავრობის ნება დართეს მის მეუღლეს, ნინოს.
- რა საგანძური მიანდო ბედისწერამ სულთმობრძავ „ბიენ ჰოას“:
- საისტორიო-საეთნოგრაფიო, თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილება;
- ქონება, თბილისის მუზეუმის, ეროვნული გალერიისა თუ საეკლესიო მუზეუმისა;
- განძი გელათის, ხობის, მარტვილის მონასტრებიდან, ზუგდიდისა და თბილისის სასახლეებიდან;
- არქეოლოგიური კოლექციები; ბიბლიოთეკა დიდი მთავრის
სასახლისა თუ უძველესი ქართული ხელნაწერები:
- წყაროსთავის ოთხთავი, მოჭედილი ბექა ოპიზარის მიერ;
- ბერთის ოთხთავი, ბეშქენ ოპიზარის მოჭედილობით;
- თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი; ხატი ბიჭვინთის ღვთისმშობლისა თუ დავით კურაპალატის ჯვარი;
- ტბეთის ოთხთავი, თუ ჯვარი დავით აღმაშენებლისა, ანტიკაპეის კოლექცია და სტეფანწმინდის განძი, მოქვის ოთხთავი თუ განძი
ახალგორისა...
თვენახევრის ნამგზავრმა საუნჯემ ბოლოს მარსელამდე მიაღწია. განძი გემიდან „ენეგალის პოლკად“ წოდებულ სამხედრო რაზმით
ალყაშემორტყმულსა და დაცულ ბანკში გადაიზიდა.
ემიგრაციაში
პარიზი! სიყვარულისა და სიცოცხლის ქალაქი, ხელოვნების მექა, არქიტექტურის შეუდარებელი მასშტაბებით!
შარანტონის ჭალებით, ბულონისა და ვერსენის ტყეებით გვატყვევებს პარიზი!
ეიფელი ხომ სავიზიტო ბარათია ქალაქ-მუზეუმისა!

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი! ბუმბერაზი და უმშვენიერესი ტრიუმფალური თაღი!

ლუვრის მუზეუმი - საფრანგეთის კარის ძვირფასეულობით! დახვეწილი გემოვნებითა და დეკორატიულად გაფორმებული ბაღები, სკულპტურები, ყვავილნარები, კასკადები და აპოლონის შადრევანი ხომ სიმბოლოა ვერსალისა!
პირველივე დღიდან დღეჩაუგდებლად შეუდგა ექვთიმე თავისი ცხოვრების ფრანგული პერიოდის მოღვაწეობას. პირველი 13 წელი მშვიდობიან წლებად ითვლება, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი საფრთხე და ცდუნებაც განიცადა განძთან დაკავშირებით: ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა ემიგრანტულ მთავრობას:
ნინო: - ექვთიმე, შენთან არიან!
ექვთიმე:
- სთხოვე!
ნინო:
-მობრძანდით!
უცხოელი:
- ბატონო ექვთიმე, ნება დაგვრთეთ, ქართული სიძველენი ექვსი თვით გამოვფინოთ ამერიკაში!
ექვთიმე: - არა!
უცხოელი: - ჩემთვის მოულოდნელია თქვენი კატეგორიული უარი; დამიჯერეთ, ეს სახარბიელო წინადადებაა! არ ინანებთ!
ექვთიმე: - არა, არავითარ შემთხვევაში!
უცხოელის წინადადება: - ბატონო ექვთიმე, მე გახლავართ მსოფლიოს მუზეუმთა შორის უპირველესი მუზეუმის, ლუვრის წარმომადგენელი. გვინდა, ჩვენს მუზეუმში გამოვფინოთ ქართული ხელოვნების ნიმუშები. შეგვიძლია მოვილაპარაკოთ კიდეც!...
ექვთიმე:
- ამით შეიძლება საქართველომ საბოლოოდ დაკარგოს თავისი საუნჯე! არავითარ შემთხვევაში, ქალბატონო!
უცხოელის წინადადება:
- იქნებ ფოტოგრაფირების ნება მაინც დაგვრთოთ და თქვენი ახალგორის განძიდან მხოლოდ ერთი რომელიმე ნივთი მოგვყიდოთ!
ექვთიმე:
- ეს განძი არ იყიდება და არც გაიყიდება არასოდეს! უცხოელი: - მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებთ ამ თანხით. ამასთან, უსასყიდლოდ დაგიბეჭდავთ მთელი თქვენი საუნჯის ფერად კატალოგებს. ბანკში მიბარებული განძის გადასახადსაც ჩვენ
დავფარავთ!
ექვთიმე: - არა!!! მე დავამთავრე ამაზე საუბარი!
ყველაზე დიდი ცდუნება გაჩნდა ყველა სხვა ცდუნებაზე ადრე, როცა პარიზში ჩამოვიდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენმუზეუმის დირექტორი. მეტროპოლიტენი დიდ თანხას იძლეოდა, თუ ქართველები ჩვენს ტიხრულ მინანქრებს მიჰყიდდნენ მუზეუმს. დირექტორს უყოყმანოდ ეთქვა უარი. მან კი ახალი წინადადებით მიმართა ქართველებს:
- ბატონო ექვთიმე, მომეცით ხელწერილი, რომ თუ ოდესმე ამ მინანქრების გაყიდვას გადაწყვეტთ, მხოლოდ მეტროპოლიტენს მიჰყიდით. მე კი ამ უბრალო ხელწერილის სანაცვლოდ დიდ თანხას მოგცემთ სესხად 15 წლის ვადით. ემიგრაციისათვის, რომელსაც უკვე აღარავითარი სახსარი არ გააჩნია, სესხი ცხონება იქნება, ნამდვილი. თანხმობის მიცემაც სრულებითაც არ არის სარისკო. მაშ, რის გამო უნდა თქვათ უარი ასეთ მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებაზე, რომელსაც ფაქტობრივად არაფრისთვის მიიღებთ?
ექვთიმე: - ემიგრაციას დღეს თუ უჭირს, 15 წლის შემდეგ ის უფრო გაჭირვებული იქნება. ახლა რომ ვალი ავიღოთ, ის პირადი
საჭიროებისათვის აღებული ვალი იქნება. მომავალში მისი გასტუმრება კი მხოლოდ ეროვნული განძით შეგვეძლება!...
...და მეტროპოლიტენმუზეუმის დირექტორიც საბოლოო უარით დაბრუნდა ნიუ-იორკში.
ექვთიმე: „იყო დრო, როდესაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქერდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ვინც ამ კულტურას არ იცნობს, ის ვერასოდეს იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი!“
ნინო: „პარიზიდან სოფელ ლევილში გადავსახლდით.“
ექვთიმე: „აი, ლევილიც! ლევილი - ემიგრანტი ქართველების მამული საფრანგეთის მიწაზე. გადააბიჯებ ლევილის ჭიშკარს და პატარა საქართველოში აღმოჩნდები! აქ ცხოვრობდნენ ჩვენი მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვები. მალე ლევილის კერამ საკუთარი ქართული სასაფლაოც გაიჩინა.
„მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა,
ოდეს მოჰყვები ამბებს, მწარესა,
თქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე,
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!“
...
ლაღობს პარიზი, ცდუნებებით სავსე და უსასრულო დღესასწაულის ქალაქში სიდუხჭირით ცხოვრობს ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გახდეს უმდიდრესი ადამიანი. იმხანად საფრანგეთის ნუმიზმატთა საზოგადოების დიპლომირებულ წევრს უძვირფასესი ნუმიზმატიკური კოლექცია აქვს, რაც თავის პირად საკუთრებას შეადგენს. საკმარისია, სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შეელიოს, ერთბაშად გახდება კოლოსალური თანხის მფლობელი; მისთვისაც დაიწყება უზრუნველი ყოფა და მშვენიერი ნინოც ღირსეულად ეზიარება გაფაქიზებულ ცხოვრებას, მაგრამ ექვთიმეს წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია. მას ურჩევნია, დილდილობით ისევ აძოვებდეს თავის ფრანგულ თხას, რომლის რძე არაერთხელ ყოფილა ლტოლვილი ცოლ-ქმრისთვის ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში.
დიდი სიდუხჭირის მიუხედავად, ექვთიმე თავის საკუთარ ფულსაც ახმარდა ქართული კულტურის აღორძინებას; თამაშობდა ლატარიას იმ იმედით, რომ რამე მოეგო. მან, მართლაც, მოიგო სერიოზული თანხა და შეიტანა ბანკში ქართული ისტორიული მასალების ამსახველი ალბომის
გამოსაცემად.
დიახ, ექვთიმეს მოგებული თანხა პირადი ცხოვრების უზრუნველსაყოფად არ მოუხმარია.
ექვთიმეს თვალები სერიოზულად სტკიოდა. კეთილმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს, კერძოდ, ერთმა ამერიკელმა ქართველმა 700 დოლარი გამოუგზავნა, თუმცა ეს ფულიც ისევ ერთ-ერთი წიგნის გამოცემას მოახმარა.
ექვთიმეს მეგობარი: - როგორ ხართ, ბატონო ექვთიმე?
ექვთიმე: - ჯერ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვაი, ამ სიცოცხლეს, საქართველოზე სევდით აღსავსეს. რა გუნებაზე და მდგომარეობაში ვიქნები უსამშობლოდ, უწიგნოდ, უმასალოდ, უსახსროდ... ძალიან გვიჭირს. ნინო მებრალება. ბევრს მუშაობს. მეც ცოტას ვეხმარები. ასე ვართ. კვირაობით როიალზე უკრავს სინემაში, 30-ზე მეტ პიესას, ერთ საღამოს, და სულ ზეპირად, ცოტა გასამრჯელოსაც იღებს.
...
ექვთიმე: „ნინო ერთ ბნელ საღამოს დაეცა. მეორე დღეს, ექიმის თანხლებით, სპეციალური კარეტით ჩავიყვანე პარიზში და საავადმყოფოში დავაწვინე.“
...
ექვთიმე: „1931 წელი, საშინელი ტრაგედია დამატყდა თავს. ნინო აღარ მყავს; ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უფრო გამიძლიერდა; უბედური შემთხვევა საბედისწერო შეიქნა; 20 თვე იცოცხლა; მე ერთი საათითაც არ მოვცილებივარ მის საწოლს; საოცარი სიმშვიდით შეხვდა აღსასრულს... ორი დღით ადრე მითხრა:
ნინო: - მე იქნებ დედაჩემივით გონება დავკარგო და ახლა მინდა, ყველაფერი გითხრა.
ექვთიმე: „ისე მომიალერსა და ისე დამატკბო, რომ ვეღარ მოვითმინე, გული ამომესკვნა; ცრემლები მომერია; გაუკვირდა.“
ნინო: - უფრო მაგარი ნერვების პატრონი მეგონე...
ექვთიმე: „ მეც ღონე მოვიკრიბე და ჩემი ვუთხარი. გავუხსენე მისი ამაგი, მისი სათნოება, მისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ საქართველო, ბედკრული სამშობლო, რომელსაც მონატრებულები ვიყავით.“
ნინო:
-მიმღერე საქართველოზე! ექვთიმე უმღერის ნინოს:
„ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო, ლამაზო,
სხვა საქართველო სად არის?..."
...
ნინო: - დღეს იმდენი კარგი სიტყვა მითხარი, ისე ლამაზად მიმღერე, რომ სრულიად დამშვიდებით ვკვდები. მომეცი ჩვენი ჯვრისწერის სანთლები...
1931 წლის 8 ივლისს ნინო პოლტორაცკაიას დაკრძალვას პარიზსა და
ახლო-მახლო ადგილებში დამკვიდრებული მთელი ქართული ემიგრაცია დაესწრო. ექვთიმემ ლევილში მეუღლის საფლავს თავიანთი ჯვრისწერისდროინდელი კელაპტარი ჩაატანა.
...
ნინოს გარეშე კიდევ უფრო გაუჭირდა ცხოვრება. შემაძრწუნებელი ცნობებია მისი გაჭირვებული ცხოვრების შესახებ.
თებერვალში 6 დღე არ უსადილია, მარტში კი - 13 დღე...
ექვთიმე: „უზომო სულის სიმარტოვეს განვიცდი. უსამშობლოდ, მარტოდმარტო დარჩენილი, ფერად-ფერად სიზმრებს ვხედავდი ხოლმე საქართველოზე. როგორ მოხვდა ჩემს გულს ახალგაზრდა ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, რომელიც ამას წინათ საქართველოდან ჩამომიტანა ერთმა მეგობარმა:
„ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო, შემოხვეულო შუქთა ბადრებით,
ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით?
კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი
და შემოდგომის მკრთალი ბლონდები,
მე, უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები... თქვენთან რბიოდა ნათელი დღენი,
ლოცვა - ბავშვური, ფერი - გედური,
ახლა რად მესმის შრიალი, თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური... “
სიღარიბესა და გაჭირვებაში გრძელდებოდა ნაცრისფერი ემიგრანტული ყოფა.
ომის მძიმე წლებში ექვთიმეს უმეთვალყურეოდ დატოვება არ შეიძლებოდა და საფრანგეთში მყოფმა, ფრონტზე მოხალისედ წასულმა, კახელმა ქალიშვილმა, მანანა მჭედლიშვილმა იტვირთა ეს მისია. იგი ლევილში ექვთიმე თაყაიშვილთან პირად მდივნად მუშაობდა და მამასავით უვლიდა ღვაწლმოსილ მეცნიერს. ექვთიმეს ძალიან უყვარდა შვილობილი და ხშირად ეუბნებოდა, მჯერა, ვეღირსებით დიდი ხნის უნახავი სამშობლოს ხილვას; მშობლიური მიწა გულზე პირველმა შენ უნდა დამაყაროო...
მანანას ექვთიმეს მიტოვება ეძნელებოდა, მაგრამ მაინც, 1944 წლის აგვისტოში, ექვთიმე მოსავლელად დროებით მეზობლებს ჩააბარა და თვითონ პარიზის აჯანყებაში მონაწილეობისათვის მოემზადა. ექვთიმეს სიხარულის ცრემლი წამოუვიდა...
...მანანას მიაჩერდა და ღიმილით განაგრძო: - აჯანყება დაიწყო?! წადი, შვილო, წადი, საკვეხნად და იმედად შენი მზრუნველობა და დიდსულოვნება მეყოფა, ჩემო კარგო მანანა! იცი რა? მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ქალიშვილი პარიზის გათავისუფლების მონაწილე ხდები!
...აკანკალებული და დაძარღვული ხელებით ჯერ ცრემლი მოიწმინდა და შემდეგ მანანას გაუწოდა დასამშვიდობებლად.
1934 წლის მარტი. ამ დღეს ქართულ საუნჯეს დაემუქრა უდიდესი საფრთხე, რაც ზუგდიდის დადიანთა სასახლის ისტორიასთან აღმოჩნდა დაკავშირებული. სამეგრელოს მთავარ ნიკო დადიანის ასულმა, სალომე დადიანი-ობოლენსკაიამ, სარჩელი შეიტანა სენის დეპარტამენტის სასამართლოში. ის მოითხოვდა საფრანგეთში გატანილი ქართული საუნჯის იმ ნაწილს, რომელიც თავისი საგვარეულოს კუთვნილებად მიაჩნდა. საფრთხე გარდაუვალი ჩანდა, თუმცა, საბედნიეროდ, სალომე დადიანი - ობოლენსკაიას უარი ეთქვა.
ამ დროს ჰიტლერიზმი უკვე ზვავდებოდა ევროპაში და მალე კიდეც დაიძრა ცეცხლითა და მახვილით. პარიზს ჰიტლერელები დაეპატრონნენ. ისინი ქართული განძის გერმანიაში გატანას მოითხოვდნენ. ქართველების მიერ დიდად სარისკო საქმე იქნა მიღებული: ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანეს ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღეს ვერსალში. ყუთები ვერსალის ნაციონალური ბილბლიოთეკის სარდაფში ჩაზიდეს და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს.
გერმანელები განაგრძობდნენ ქართული განძის ძებნას, თუმცა საიდუმლოს გაცემას არცერთი ქართველი არ აპირებდა. პიერ ჟოდონმაც, ფრანგმა მოხელემ, რომელსაც განძეულის გამგებლობა ჰქონდა დაკისრებული, გასაოცარი თანადგომა გაუწია ექვთიმეს.
სულ მალე ფაშიზმი საბოლოოდ განადგურდა.
1944 წლის 23 ნოემბერს შარლ დე გოლი განკარგულებას გასცემს ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ.
ნოე ჟორდანია ექვთიმეს განძთან ერთად საქართველში დაბრუნებას სთხოვს...
ექვთიმე: - საქმე გაგითავებიათ და ახლა მეუბნებით?... მოხუცებულ კაცს როგორ მწირავთ?... ბოლშევიკების ნდობა განა შეიძლება?!... ჩემი ადგილი აქაა, ლევილის სასაფლაოზე, ჩემს ნინოსთან!...
ნოე ჟორდანია: - გაუწყებთ, რომ ეს აუცილებელია!
ექვთიმე: - ბატონო პრეზიდენტო, ეს თხოვნაა თუ ბრძანება?
ნოე: - ბრძანება!
ექვთიმე: - არ ვიზიარებ თქვენს აზრს, მაგრამ ბრძანებას ვემორჩილები... მე ვიცი, რომ ისინი „დიდი პატივით“ მიმიღებენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მუდმივ შინაპატიმრობას მომისჯიან. ...მსხვერპლად ვეწირები ჩემს თავზე აღებულ მოვალეობას... ნოე, მივდივარ და იცოდე, ბევრ რამეს მომაწერენ შენსა და ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ, თითქოს ჩემს თქმულს. იცოდე, არ დაიჯერო. ამის ნიშნებს უკვე ვხედავ, აქვე. მე ვიყავი და ვრჩები საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზე... მე მათ მიერ შეთხზული სიცრუის პასუხად ანდერძის სახით ვტოვებ ყოველივე ახსნაგანმარტებას და ჩემს შეხედულებას ჩვენი ქვეყნის დამპყრობლების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ გახსნათ და გამოაქვეყნოთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ. ამის შემდეგ, თვალცრემლიანი, მეუღლესთან გამოსამშვიდობებლად, სასაფლაოზე გასულა,
1945 წლის 11 აპრილს კი პარიზის აეროდრომიდან აფრინდება ქართული საუნჯით დატვირთული თვითმფრინავები.
აღსრულდა. უკან დარჩა შვიდდღიანი გზა - შორი და მოვლითი: რომი, ბენგაზი, ქაირო და თეირანი. მალე თვითმფრინავები თბილისის აეროდრომზე დაეშვებიან. ექვთიმესთან ერთად განძს ჩაიბარებენ თბილისიდან მივლინებული პეტრე შარია და შალვა ამირანაშვილი; მცველებად კი გაჰყვებიან ყოფილი ტყვეები: თეიმურაზ შავდია და ნიკოლოზ მელაძე.
თბილისში გამოფრენის წინ ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა: „წარსდგა
მაშინღა მიხვდნენ, რომ ძველისძველსამოსშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა სამშობლოში ასე, გლახაკივით ჩამოსვლა. გერმანელებისგან გაძარცვულ პარიზში შესაფერისი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად, ქაიროში შეუკერეს ტანსაცმელი. დასრულდა ოცდაოთხწლიანი ლტოლვილობა. 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული საუნჯეც ჩამოიტანა!
ექვთიმე: „ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი! არ მაქვს უფლება, ბედს დავემდურო!

ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!...“
საარაკოა ჩვენი გადარჩენა, საარაკო... რამდენი რამე გადავიტანეთ, რამდენჯერ დაღუპული მეგონა ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ, ომი რომ დაიწყო; მოვალეობის გრძნობამ გადამარჩინა. სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, სანამ განძს პატრონს არ ჩავაბარებ, არ უნდა მოვკვდე-მეთქი და... გადავრჩი. გული მტკივა, რომ ნინო, ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დავტოვე... ექვთიმე ამას ვერ მოესწრო, მაგრამ აღსრულდა: 1987 წლის 22 თებერვალს, დღის ორ საათზე, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შედგა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიდან ჩამოსვენებული ნინოს ნეშტი დაიკრძალა ქმრის საფლავის გვერით.
ექვთიმე: „მე დიდი პატივით მიმიღეს. აღმადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად; შემდეგ ამირჩიეს აკადემიის წევრად. უშიშროებიდან რუხაძემ კი მიმიღო უბრალო ემიგრანტად და მოინდომა ჩემი მოსპობა. მომხსნეს უნივერსიტეტის პროფესორობიდან; ხმა გაავრცელეს, რომ მაქვს სახლში პატიმრობა, დააშინეს მეცნიერები და მათ შეწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა.“ მეზობლები ამბობდნენ, ერთხელ დაკითხვაზე წაიყვანეს და იქიდან საკაცით დააბრუნესო. ამის შემდეგ აღარც ამდგარა. ღამით ნინოს ხმა ესმოდა, მას ესაუბრებოდა. ამას ისიც დაერთო, რომ მისი შვილობილი, ლიდა პოლტორაცკაია, დააპატიმრეს და დარჩა მთლად მარტო.
ექვთიმე: „მე რამდენიმე დღეში მოვკვდები. გონება და ენა არ დამიკარგავს, თორემ სხვა ყველაფერი - თვალი, ყური, ხელი, უგრძნობი გამიხდა.
ერთხელ იაკობ გოგებაშვილმა მითხრა, ვკვდები და ღირსეულად დამმარხეო. მე ვუპასუხე: ქართველებმა ცოცხლის მოვლა
არ ვიცით, თორემ დამარხვა კარგი ვიცით-მეთქი...“
მაგრამ თავად კარგი დამარხვა არ ერგო. 1953 წლის იანვარში 90 წლის გახდა. 21 თებერვალს, შაბათ დღეს გარდაიცვალა. ოცდაოთხში
დაკრძალეს.
პანაშვიდზე მყოფებს აფრთხილებდნენ, გასვენებაზე მოსვლით ნუ შეწუხდებითო.
48 კაცი დაესწრო გამოსვენებას. პროცესია ვაშლოვანის ქუჩიდან ვაკის სასაფლაოსკენ დაიძრა. ნაბრძანები ჰქონდათ, არსად შეჩერებულიყვნენ. „არსად“ - ში უნივერსიტეტი იგულისხმებოდა.
იოსებ მეგრელიძეს 30 მანეთი დაუჯდა კატაფალკის გაფუჭება და უნივერსიტეტთან ექვსი წუთით შეჩერება.
აკაკი შანიძემ ექვთიმე თაყაიშვილის საფლავთან - ქართველების სალოცავ კიდევ ერთ საშვილიშვილო სამარესთან - ახლადგამოსული ექვთიმეს სქელტანიანი მონოგრაფია მაღლა ასწია და თქვა:
„ძმაო, ექვთიმე, შენ არც ძეგლი გჭირდება და არც მიტინგი, შენი ძეგლი შენი წიგნებია!“
2000 წლის 26 მაისს მადლიერმა ქართველემა ხალხმა ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენა. ამჟამად დიდი ექვთიმე და ნინო პოლტორაცკაია თავიაანთი დიდი მეგობრების, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის გვერდით განისვენებენ.
2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და ეწოდა: „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“.
...
მიდის გემი და თან მიაქვს სევდა - არდავიწყების,
მიდის გემი და ქართულ განძს მეგანძური მიჰყვება,
საით მიხვალ, სადაურო, უკვდავების მეწილევ,
შენ, საწყალო ბერიკაცო, შენ, საწყალო ექვთიმე?...
გურიის მთებს ელვამ დაჰკრა, ლიხაურის ქარია,
თოლიების კრიმანჭული რატომ არ გიხარია,
გოგუაძის ჯავშნოსანზე ერთი სიტყვა ვერ ვთქვი მე,
გრიგალივით ცეცხლს აფრქვევდი, განძს იცავდი, ექვთიმე!
შენში ბრწყინავს საქართველოს სული, ანდამატური,
შორით მოსჩანს საქართველოს სანაპირო - ზღაპრული,
დიდი განძის საკეტური არვის გააღებინე,
შენ, უკვდავო გმირთაგმირო, ამირანო, ექვთიმე!
ბოლოს განძი გაიტანე, გაიღიმე ლაღადა,
უდიდესმა განსაცდელმა მსახიობიც გაგხადა,
არავისთვის არ გითქვია, ერთი - შენ და ერთი - მე,
უმდიდრესო და ღატაკო, ბედნიერო, ექვთიმე!
ეკლიანი გვირგვინი გხვდა, მარად გვემახსოვრება,
დასთმე ცოლი - შენი ნინო, უმდიდრესი ცხოვრება,
ხომ შეგეძლო ნეტარება, მეფურ განძით, ბედნიერს,
მაგრამ შენი საქართველო მზეს გერჩივნა, ექვთიმე!
როცა ზურგი შეაქციე მამულისთვის საფრანგეთს,
შენ, თბილისში, ქართველურად, ბორკილები დაგადეს,
ვაი, როგორ ვერ გიშველეთ, ვაი, როგორ გვეტკინე,
შენ, უკვდავო გმირთაგმირო, ამირანო, ექვთიმე!
სამსხვერპლოზე საქართველოს დროშად გადაეფარე,
სულიწმინდის მოვლენილო, საყვარელო ექვთიმე,
ხედავ, განზე არ გაგიდგა მაინც ღმერთი, უფალი,
საქართველო უნდა იყოს მუდამ თავისუფალი!
ნუღარ წუხხარ, ბერიკაცო, ნუღარ უცდი ექიმებს,
ვარდისფერი გზა გქონია, გოლგოთის გზით, ექვთიმე,
შემოგვწირე სიცოცხლე და არ მომკვდარხარ, მგონია,
თურმე მაგ შენს გამხმარ მკერდში ოქრო გული გქონია!
ცრემლიც კი ვერ შევიმშრალეთ, ისე გამოგვეტირე,
ქართველ ბიჭებს მხრებზე ადევთ შენი კუბო, ექვთიმე!
რა ვიცოდი, ლექსის ნაცვლად თუ გიწერდი რეკვიემს,
შენ, მოკვდავო ერისკაცო, შენ, ღვთისკაცო, ექვთიმე!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კვლავაც შევაღებთ ლევილის ჭიშკარს და იქაც, დიდი ქართველი მეჭურჭლეთუხუცესის ნასახლარზე, პატიებას შევთხოვთ შენს ნათელ სულს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცო!
ჩვენი ეროვნული სულიერების მოძღვართმოძღვარო, გადარჩენილ საუნჯესთან ერთად დაუბრუნდი ამდენი წლის ნანატრ, კურთხეულ მიწას!
შენი ჩამოსვლა დღესასწაულად იქცა, მაგრამ მოულოდნელი სატკივარიც ბევრი გაგიჩნდა. მოგვიტევე, რომ იმ დღეს ყველას არ მიეცა საშუალება შენთვის ხმამაღალი მადლობის თქმისა.
მადლობის თქმისა იმ კაცისათვის, რომელსაც ძალა ეყო, უსახსროსა და მიუსაფარს, წაღმართი გზით გაევლო ცდუნებებით სავსე ცხოვრების ხეივანი და არც თვალი, არც ხელი, ცდუნებისაკენ არ გაჰქცეოდა!
მადლობის თქმისა იმ კაცისათვის, რომელმაც ზნეობის უმძიმესი ტვირთი ასე მსუბუქად მიიტანა ამა სოფლის აღსასრულამდე და ბოლოს ღირსეულად გარდაისახა წინაპართა სამყაროს მკვიდრად; იმ ბუმბერაზ წინაპართა, რომელთა საფლავებიდან დღესაც ამოდის შუქი და ამ შუქზე ხშირად ჩვენც უფრო დიდები ვჩანვართ, ვიდრე ვართ ხოლმე სინამდვილეში.
-- მოგვიტევე, შენ ხომ დიდ სიხარულთან და ერის მადლიერებასთან ერთად სულის ჭრილობებიც გაგატანეთ იმქვეყნად. მხოლოდ 48 კაცმა გაბედა, უკანასკნელ გზაზე გაჰყოლოდა შენს წმინდა კუბოს, მაგრამ იცოდე, ყველა ისინი, რომელთაც გული გატკინეს, თავად დასაჯა დრომ და მართლმსაჯულებამ. გადმოჰხედე შენს დღევანდელ საქართველოს,
სადაც ხატად ასვენია შენი წმინდა სახელი!
ნათელში იყავი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო! ნათელში იყავი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო!
გამოყენებული წყარო:
· ნიკო მარისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიმოწერა (1848) (1933) წწ. -
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, კ. კეკელიძის სახელობის ინსტიტუტი, გამომცემლობა - "მეცნიერება“ ; თბილისი ; 1991წ.
· განძეულის გუშაგი – ელიზბარ უბილავა. გამომცემლობა"მერანი"1990წ,
· დაბრუნებული საუნჯე– გივი ჟორდანია, გამომცემლობა "მეცნიერება“; თბილისი; 1983წ.
· ექვთიმე თაყაიშვილი – რჩეული ნაშრომები, ტომი პირველი, გამომცემლობა "მეცნიერება"; თბილისი; 1968 წ,
· შ. ამირანაშვილი – საქართველოს სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება. თბილისი; 1968წ.
· ექვთიმე თაყაიშვილი – ცხოვრება და მოღვაწეობა 1977წ.
· ალ. გუჯაბიძე - „ქართველი პარტიზანები საფრანგეთში“; თბილისი; გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ 1971 წ.
· ელენე კელენჯერიძე - აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის შრომათა ბიბლიოგრაფია. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა თბილისი 1963წ.
· ანდრია აფაქიძე - აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი; გამომცემლობა "მეცნიერება" თბილისი 1966წ.
· იოსებ მეგრელიძე - ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
თბილისი 1989 წელი. ISBN 5-520-00452-8.
· ,,გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები“. ტომი მე-16. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2008 წელი.
ISBN 978-99940-919-5-9.
· გალაკტიონ ტაბიძე, ,,თხზულებანი ორ წიგნად“, წიგნი I. ლექსები. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“.
თბილისი 1988 წელი. ISBN 5-529-00099-1. 5-529-00098-3.
· რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი: „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.
· საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი. გამომცემლობა „არტანუჯი“. ISBN 978-9941-445-70-5 „დიდი ექვთიმე“.
· ლექსები პოეტების: გუგული მგელაძე, ანა კალანდაძე, ქართლოს კასრაძე.
ელ-ფოსტა: shioshvilimanana@gmail.com
https://www.facebook.com/tesauskulturulimemkvidreoba/
ტელ: (+995) 599 011 105

Комментариев нет:
Отправить комментарий